სად „რუსთავი 2“ და სად „მაესტრო“ - ნიკა გვარამია გაჩეჩილაძეს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 17:58 | 04.02.2016
ნანახია: 2545

„მაესტროს“ გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მისი მთავარი ლოზუნგია გადმოვრთოს ადამიანები "რუსთავი2"-დან. სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

აჰა, მეტი რა თქვას ამ კაცმა? საკუთარი არხი კი არაა ამოცანა, 2ის დაზიანება. იმედს ან სხვა სამთავრობო არხებს კი არ ერჩის, 2-. ლოგიკა, გარდა პოლიტიკური დაკვეთისა - არანაირი. აბა რა მაესტროს კონკურენტია 2? სად 2 და სად მაესტრო.  მანამდე იმედის დირექტორი იჯდა სულ კანცელარიაში, ახლა მაესტროსი მთლად პრემიერთან აბირჟავებს. მოკლედ, ჩვეულებრივი სახელისუფლებო პროექტია - პირველი არხი+იმედი+GDS+მაესტრო+ახალი "მთვლელი". და არც მალავენ.
ps
ამის გაკეთებული ტელევიზია არ გაიშვა და ამის დაზიანებული 2“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, სადაც ის ამბობს: მე მჭირება ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბაიასთან ერთად მინდოდა დამეგეგმა ყველა მომავალი ნაბიჯი და იქ გამოჩნდებოდა ვინ, სად, როგორ და რაინაირად არის მოწადინებული მუშაობაზე. მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ - თავისუფლება უპირველეს ყოვლისა. მთავარი ლოზუნგია გადმოვრთოთ ადამიანები "რუსთავი2"-დან. "რუსთავი2"-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე