ანულირებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არის ხალხის გაბითურება და პოლიტიკური ფარსი - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 10:58 | 02.09.2021
ნანახია: 354

ენმ ხალხის გაბითურებას ცდილობს, რაც არის პოლიტიკური ფარსი და არ გამოუვათ - მამუკა მდინარაძე ენმ-ს მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე

პოლიტიკური ფარსი და ხალხის გაბითურების მცდელობა - ასე აფასებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში.

"ქართულ ოცნებაში" იხსენებ პერიოდს, როდესაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალის ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ, თუმცა ახლა უკვე დოკუმენტი ანულირებულია და შეთანხმებაში შესვლა არასწორ პიარულ სვლად მიაჩნიათ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით საზოგადოების გაბითურებას ცდილობს, რაც, მისი თქმით, არასწორი პიარული სვლაა.

"ენმ-ს ეხვეწებოდა მთელი მსოფლიო, რომ ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებისთვის და ეს პრინციპულად არ გააკეთეს. მოუწიათ მოწერა, მაგრამ გვიან. ახლა ანულირებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არის ხალხის გაბითურება და პოლიტიკური ფარსი, რომელიც მათ არ გამოუვათ”,- აცხადებს მდინარაძე.

“ნაციონალური მოძრაობამ” 1-ლ სექტემბერს განაცხადა, რომ ხელს აწერს 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას.

„ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან , რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს, - განაცხადა ნიკა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე