მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატურის დაყენებას - კალაძე გახარიასთან შეხვედრას ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 21:30 | 01.09.2021
ნანახია: 401

თბილისის მერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ დღეს ყოფილ პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.

კალაძის თქმით, შეხვედრა გახარიას ინიციატივით შედგა.

"შეხვედრა იყო, რამოდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. თბილისის მერიაში შედგა ეს შეხვედრა. ისეთი არაფერი მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელეთერით არ გამეგო", - განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, ორ ოქტომბერს ამომრჩეველი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. კალაძე დარწმუნებულია, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე