იყო მინიშნებები, თუ ჩვენი მხრიდან იქნებოდა ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 20:25 | 01.09.2021
ნანახია: 384

იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია დააყენეს მერობის კანდიდატად, რათა ნიკა მელია რამენაირად "გაათრიონ მეორე ტურში".

კობახიძემ ასევე აღნოშნა, რომ დღეს შედგა შეხვედრა კახა კალაძესა და გახარიას შორის.

„გუშინ არ ყოფილა არავითარი შეხვედრა. რამდენიმე დეტალს გეტყვით, იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მგონი კეზერაშვილში ვეშლებით, რაც ასე ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი იყო ამასთან დაკავშირებით შესაბამისი. ამის შემდეგ იყო არაერთგზის, მისწერა მესიჯი, ურეკავდა კახა კალაძეს გახარია გუშინდელი დღის განმავლობაში და წერდა თუ დაუკავშირდა, სადაც უნდოდა, იქ შეხვდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კახა კალაძესა და გახარიას შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია, მისი თქმით, აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს ეს გაეგო ტელევიზიის მეშვეობით, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ის ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ საუბრის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე