როცა უყურებ ამ გარყვნილების პროპაგანდას, გვარამიას ტელევიზიას, მართლა გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:08 | 01.09.2021
ნანახია: 351

გვარამიას ტელევიზიას, მართლა გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა, სამყაროს აღსასრულია და მსოფლიოს დაცემის დღეა, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანის მერობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით,  მთავარ არხი, ტვ იპირველი, ფორმულა  თესავენ შიშს, პანიკას, ისტერიას, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერ დაგეგმონ ხვალინდელი დღე.

"ჩართეთ მათი ტელევიზიები, ორი წელია აღარ ვუყურებ, წარმოუდგენელია მათ ტელევიზიებს უყურო: მთავარ არხს, ტვ პირველს ფორმულას, ეს ერთი ხელწერაა და ამ მეთოდებით პირდაპირ იბრძვიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თესავენ შიშს, პანიკას, ისტერიას, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერ დაგეგმონ ხვალინდელი დღე. ყველანაირი ტრაგედია ხომ ეს არის, ადმიანი ვერ გეგმავს ხვალინდელ დღეს. არ აქვს განცდა, რა იქნება ხვალ, როცა უყურებ ამ გარყვნილების პროპაგანდას, გვარამიას ტელევიზიას, მართლა გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა, სამყაროს აღსასრულია და მსოფლიოს დაცემის დღეა", - თქვა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე