ოკუპაციის შემდეგ, მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ამას სჭირდება მკაფიო გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:23 | 01.09.2021 ნანახია: 304ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, და ჩვენ ამას ვაკეთებთ ბოლო რამდენიმე კვირაა უკვე, თუ საით მიდის ქვეყანა, როგორ დავძლევთ ამ სიღარიბეს და მთავარ გამოწვევას, რაც არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ყველაზე მთავარი საკითხი დღეს ქვეყანაში არის სწორედ ეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოკუპაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა არის მოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.
„ამას სჭირდება კარგი, მკაფიოდ გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, როგორ გავხადოთ მასშტაბური ის პროექტები, ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ უკვე დავიწყეთ და რომლის შედეგიც არის ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს შემთხვევით არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის დაგროვილი იმ ძალიან ბევრი - ასობით და ათასობით განხორციელებული პროექტისა და პროგრამისა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პროგრამები, როგორიც არის "აწარმოე საქართველოში", "შეღავათიანი აგროკრედიტი", "დანერგე მომავალი" და ასე შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მეგობრებო, მოგეხსენებათ კარგად, რომ ათასობით ჰექტარი ახალი ხეხილის ბაღები გაშენდა, ათასობით ჰექტარი ახალი ვენახები გაშენდა, ათასზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, მათ შორის გადამამუშავებელიც, სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1000-მეტი და შედეგად, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ვაპირებთ, მაქსიმალურად გავაფართოოთ ეს მასშტაბები და პროგრამები გავხადოთ კიდევ უფრო ინკლუზიური ისე, რომ თითოეულ ოჯახამდე მივიდეს აღნიშნული პროგრამების სიკეთე", - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა