მმართველი პარტია კარგავს ევროკავშირის სახელმწიფოების, პარტნიორების ნდობას - ანდრიუს კუბილიუსი

საქართველო, თბილისი - 23:00 | 31.08.2021
ნანახია: 387

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბიულიუსი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" პარტნიორების ნდობას კარგავს. ამის შესახებ კუბილიუსმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

კუბილიუსის თქმით, მთავრობა ვერ მისდევს თავისი ერის მიმართულებას, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის.

"მმართველი პარტია კარგავს ევროკავშირის სახელმწიფოების, პარტნიორების ნდობას იმიტომ, რომ რეფორმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ ხდება იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია საქართველოში მომწიფებულია და ევროკავშირის შიგნით ჩვენ ძალზედ შეშფოთებული ვართ, მაგრამ მე ვენდობი ქართველ ხალხს, რომელიც ძალზედ პროევროპულია. მთავრობა ვერ მისდევს თავისი ერის მიმართულებას, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის", - განცხადა კუბილიუსმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე