"ქართული ოცნება" - 47.2%, "ნაციონალური მოძრაობა" - 26.8% - GORBI-ს კვლევა

საქართველო, თბილისი - 21:02 | 31.08.2021
ნანახია: 402

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 26,8%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 6.9%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.4%; „ლელო“ - 2,6%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2,4%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,1%; „მოქალაქეები“, - 1,6%; „ევროპული საქართველო“ - 1,4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1,2%; „გირჩი“ - 0,8%; სხვა პარტიები - 3,6%.

„გორბის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდოლოგია პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. შერჩევის სრული ზომა - 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი - 95% საიმედობისას: +/- 2.5% ქვეყნის მოსახლეობისთვის, +/- 3.5% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის ქვეყნის მასშტაბით, +/- 3.4% თბილისის მოსახლეობისთვის, +/- 4.8% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის.

თბილისის მასშტაბით კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა (18 წლის და უფროსი მოსახლეობა), რომელიც ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩევლი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს. სავარაუდო ამორჩეველი განისაზღვრება რამდენიმე შეკითხვაზე გაცემული პასუხების საფუძველზე - ორი შეკითხვა სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, თუკი რესპონდენტი უფლებამოსილი იყო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ამის შედეგად გამოპასუხების დონემ შეადგინა 34.9%.



.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე