შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს უვიზო რეჟიმის გადახედვა - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 15:50 | 31.08.2021
ნანახია: 404

პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მთავრობა ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე
უარს ამბობს.

მისი თქმით, ევროკავშირის დღის წესრიგში შესაძლოა, უვიზო რეჟიმის გადახედვა დადგეს.

"ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც უარს ამბობს თითქოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიღებაზე ( სინამდვილეში ევროკავშირმა 2018 წელს მოლდოვის მაგავსად შეუჩერა ტრანში) ნიშნავს:

- ასოცირების შეთანხმებას საფრთხე ექმნება, უბრალოდ ვერ შეასრულებენ;

- მალე შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უვიზოს გადახედვა ლუკშენკოზაციის ფონზე.

და რუსეთს. აი, ასეა ეს მწარე სიმართლე", - წერს დეკანოიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე