იანვარში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 13,3 %-ით მეტი ნავთობი გადაიზიდა

საქართველო, თბილისი - 15:32 | 04.02.2016
ნანახია: 1422

მილსადენის კომპანია BTC Co-ს ინფორმაციით, იანვარში მილსადენმა დეკემბერთან შედარებით 13,3 %-ით მეტი ნავთობი გაატარა.

როგორც SOCAR-ში განმარტავენ, მისლადენით მესამე მხარის მიერ, საუბარია თურქმენულ და ყაზახურ ნავთობზე, 358,533 ათასი ტონა ნავთობის გატარება მოხდა. ეს იმ ფონზე, როდესაც დეკემბერში ანალოგიურმა მაჩვენებელმა 316,340 ათასი ტონა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მისლადენით 2015 წელს მესამე მხარის მიერ გატარებული ნავთობის მოცულობამ 5547,359 ათასი ტონა შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე