რეფორმებზე უარის თქმისა და მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ევროკავშირი უარს გვეუბნება ტრანშზე - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 13:25 | 31.08.2021
ნანახია: 371

ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მთავრობა ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე უარს ამბობს.

მისი თქმით, სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარის თქმისა და მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ევროკავშირი უარს გვეუბნება ტრანშზე.

"სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარის თქმის და შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ევროკავშირი უარს გვეუბნება ამ ტრანშზე. პრეზიდენტმა მიშელმა საჯაროდ გააფრთხილა ღარიბაშვილი. ხოდა ეს მესიჯ-ბოქსი მოიგონეს - ვალებს ვისტუმრებთო. სინამდვილეში, მილიარდელი ოლიგარქის მთავრობამ დააგროვა კატასტროფულად მაღალი ვალი მშპ-თან მიმართებაში, რაც ჩვენი შვილების გადასახდელია

გამოსავალი არის-ეს სარეველა უნდა ამოიძირკვოს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე", - წერს გიგი უგულავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე