აი, ასეთი ნაბიჯებით, რეალურად ვწყდებით ევროკავშირს და ვუახლოვდებით მოძალადე ოკუპანტ რუსეთს - ელენე ხოშტარია "ქართულ ოცნებაზე"

საქართველო, თბილისი - 13:21 | 31.08.2021
ნანახია: 378

პარტია "ელენე ხოშტარია - დროას" ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა თავს შეიაკვებს ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე (75-მილიონიანი სესხი) ტრანშის მიღებაზე.

"ზოგჯერ მესმის ხოლმე კითხვა ან მოსაზრება, ‘კაი რა პრორუსები’, რა გინდა აი ევროკავშითან დადიან, დასავლეთში დადიან, რაში მდგომარეობს პრორუსობა?

ხოდა აი რაში:

ერთი ხელით რომ დროშა დაწვეს და მეორე ნეკათი აღმართეს ამაზე ეხლა არ გავჩერდები, მიშელის, ანუ ევროკავშირთან შეთანხმება რომ გადახიეს არც ამაზე. ეხლა
პარალელურად ბელარუსთან რომ ‘სახელმწიდო უსაფრთხოებაზე’ ითანამშრომლებენ, ანუ დისიდენტების წამებაზე, ეხლა არც მაგაზე.

აი, გამოვიდა კობახიძე და მიყვა ღარიბაშვილი, ევროკავშირის ფული არ გვინდაო. რა არის ეს ფული და რაზე თქვეს უარი:

თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც უნდა ევროკავშირთან დაახლოება და შესაბამისად ატარებ შეთანხმებულ (შენთვის სასარგებლო) დემოკრატიულ რეფორმებს, ევროკავშირი გეუბნება მოგცემ ფულს, სხვადასვა ფორმით. ხან გჩუქნის, ხან შეღავათიან სესხს გაძლევს, ხან რას და ხან რას. და ეს ყველაფერი არის გზა ევროკავშირისკენ და უკეთესი სახელმწიფოს შექმნისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაძლევდენ უპროცენტო!!! გრძელვადიან!!! შეღავათიან სესხს, ოღონდ არ მოგვატყუოთ და დაპირებული რეფორმა, უპირველესად მართლმსაჯულების გააკეთეთო.

გამოვიდა ღარიბაშვილი, არ გვინდა ეგ შეღავათი ევროკავშირიდანო, არც ის რეფორმა გვინდაო და ტყუილიც დაადო მარწყვივით, ეკონომიკა დუღსო. ანუ არ გიჭირთ, რაღად გვინდა ფული. ამით:

1. მოქალაქეებს, ვისაც ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად უჭირთ, მოაკლო სიკეთე ამ კონკრეტული ფულის და ყველა პიტენციური დახმარების, რადგან ერთზე უარის თქმა მთლიანად პროცესის შეფერხებაა

2. ევროკავშირს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი

3. დემოკრატია და რეფორმებს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი

აი, ასეთი ნაბიჯებით, თითქოს ბევრისთვის შეუმჩნეველით და ეპიზოდურით, რეალურად ვწყდებით ევროკავშირს, დასავლეთს და ეს აბტომატურად ნიშნავს ვუახლოვდებით მოძალადე ოკუპანტ რუსეთს.

ასეთია რეალობა, ოღონდ არჩევანი ჩვენ ხელშია!", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე