ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა თავს შეიკავებს ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე
საქართველო, თბილისი - 12:46 | 31.08.2021 ნანახია: 35175 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება. წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მადლიერია ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ საქართველოს აღმოუჩინეს, აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს.
„ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, 9 წლის განმავლობაში რომ იყო პრეზიდენტი, დადის ევროკავშირის სტრუქტურებში და მოგეხსენებათ, ის არის გაწევრიანებული ევროკავშირის სახალხო პარტიაში, EPP-ს ჯგუფში დ ყველა მცდელობა აქვს იმისა, რომ როგორღაც რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.
რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება, რომლის თაობაზეც მოგვიანებით, დამატებით კომენტარს გააკეთებს ფინანსთა სამინისტრო. წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ჩვენ რა თქმა უნდაა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორეს მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით გეტყვით, რომ ივლისის თვის ზრდა იქნება დაახლოებით 10%-მდე, რაც 7 თვის განმავლობაში ჯამში იქნება 12,2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა. ზედმეტი სპეკულაციები აქ არ არის საჭირო. ჩვენი ოპონენტები გადასულები არიან საბოტაჟი რეჟიმზე, რომ როგორაც შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი და ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა