ლუიზიანას შტატში ქარიშხალ „იდას“ მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 30.08.2021
ნანახია: 330

ერთი ადამიანი დაიღუპა ლუიზიანას შტატში ქარიშხალ „იდას“ შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის სახლს დაეცა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მილიონამდე მომხმარებელი.

ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება 980 434 მომხმარებელს. ასევე მთლიანად შეუწყდა ელექტროენერგია შტატის უდიდეს ქალაქს ნიუ ორლეანს. ქარიშხალს ხუთიდან მეოთხე კატეგორია მიენიჭა. ქარის სიჩქარემ საათში 240 კმ-ს გადააჭარბა.

ლუიზიანის შტატის გუბერნატორის, ჯონ ბელ ედვარდსის განცხადებით, ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე დიდი ქარიშხალი, რომელიც შტატს 1850 წლის შემდეგ დაატყდა თავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე