აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ქაბულში ავიაიერიში განახორციელა

საქართველო, თბილისი - 19:51 | 29.08.2021
ნანახია: 400

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის შეირაღებულმა ძალებმა ქაბულში სარაკეტო იერიში მიიტანა.

ტელერახ Ariana News-ის ცნობით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შოროს ოთხი ბავშვი. თვითმხილველთა მტკიცებით, რაკეტებმა გაანადგურეს ორი ავტომობილი და საცხოვრებელი სახლის ნაწილი.

ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულში ავიადარტყმის ფაქტი  დაადასტურეს. თუმცა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

„აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის მიზნით, დღეს, ქაბულში უპილოტო ავიადარტყმა მაიყენა ავტომობილს, რის შედეგადაც აღმოფხვრა პირდაპირი საფრთხე „ისლამური სახელმწიფოს - ჰორასანის ვილაიეთისგან“, რომელიც მიმართული იყო ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისკენ“, - ნათქვამია აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

პენტაგონის განცხადებით, განადგურებულ ავტომობილში მოთავსებული იყო დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე