პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 12:53 | 29.08.2021
ნანახია: 610

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში ასპარეზობის ბოლო დღეს ქართველი ინა ქალდანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ინა ქალდანმა პირველ შეხვედრაში მექსიკელი პარაძიუდოსტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია და ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდა, სადაც სამწუხაროდ, დამარცხდა.

პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ორი ვერცხლის მედალია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე