მაკრონი აცხადებს, რომ ქაბულში უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას

საქართველო, თბილისი - 10:42 | 29.08.2021
ნანახია: 451

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი და ლონდონი გაეროს წარუდგენენ რეზოლუციის პროექტს, ჰუმანიტარული ოპერაციების დაცვის მიზნით ქაბულში უართხოების ზონის შექმნაზე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი გაზეთ Journal du Dimanche-ს ესაუბრა.

მაკრონის თქმით, უსაფრთხოების ზონა სწარფი მოქმედების შესალებლობას შექმნის და თითოელ სახელმწიფოს დაეხმარება მოავლეობის შესრულებაში, საერთაშორისო საზოგადოება კი შეინარჩუნებს ზეწოლის მექანიზმებს თალიბანზე. მაკრონის თქმით, ამგვარი ზონა დაიცავს იმ პირების უსაფრთხოებას, რომლებიც ავღანეთის დატოვებას  ცდილობენ.

აშშ-მა ქაბულიდან სამხედრო პერსონალის გაყვანის პროცესი უკვე დაიწყო.

პენტაგონის განცხადებით, ამჟამად ქაბულის აეროპორტში ოთხი ათასზე ნაკლები სამხედროა დარჩენილი.

ევაკუაციის პროცესი დაასრულა დიდმა ბრიტანეთმაც.

თალიბების განცხადებით, აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ აეროპორტზე კონტროლს ისინი დაამყარებენ და მომავალი მთავრობის ფორმირებას დაიწყებენ.

საევაკუაციო პროცესის დასრულების ბოლო ვადად 31 აგვისტოა განსაზღვრული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე