საჰაერო იერიშის შედეგად მოკლულია "ისლამური სახელმწიფოს" 2 წევრი, რომელმაც აეროპორტის ტერაქტი დაგეგმა - პენტაგონი

საქართველო, თბილისი - 21:47 | 28.08.2021
ნანახია: 386

განახლებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ ავღანეთში აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" ორი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა უილიამ ტეილორმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავდა კიდევ ერთი სამიზნე. სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის.

როგორც ტეილორმა აღნიშნა, აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაზე მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია აეროპორტის ტერაქტის დამგეგმავი და შემსრულებელი პირები.

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმას 175 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო. დაშავებულია 2 ათასამდე ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე