ბერლინში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 20:11 | 28.08.2021
ნანახია: 349

ბერლინის ქუჩებში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.
სააგენტო როიტერის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა.  

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობასთან დამცავი ჯებირის გარღვევა სცადა. სამართალდამცველებმა 50 ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია პოლიციის ოთხი ოფიცერი.

გერმანიაში 11 ოქტომბრიდან კორონავირუსის ტესტი უფასო აღარ იქნება გარდა იმ პირებისთვის, რომლებისთვისაც ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, რესტორნის შიდა სივრცეში, სპორტდარბაზებსა და რელიგიურ რიტუალებზე დასასწრებად სავალდებულო იქნება ვაქცინაციის საბუთის ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე