სენატორ რობერტ კენედის მკვლელი, სავარაუდოდ, 53-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება

საქართველო, თბილისი - 11:43 | 28.08.2021
ნანახია: 485

კალიფორნიის შტატის ვადამდელი გათავისუფლების კომისიამ დააკმაყოფილა სენატორ რობერტ კენედის მკვლელის, იორდანელი სირჰან სირჰანის შუამდგომლობა ციხიდან ვადამდელი გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას გაზთი The Washington Post-ი ავრცელებს.

კომისიამ დაასკვნა, რომ მსჯავრდებული საზოგადობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

77 წლის სირჰანის გათავისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებას კომისიის სრული შემადგენლობა 90 დღის განმავლობაში მიიღებს, შემდეგ ის გაეგზავნება შტატის გუბერნატორს გევინ ნიუსომს. 30 დღის განმავლობაში მან უნდა დაამტკიცოს ან გადადოს კომისიის ვერდიქტი.

სირჰან სირჰანმა სენატორი კენედი 1968 წლის 5 ივლისს მოკლა. მკვლელობა კალიფრონიაში დემოკრატების პრეზიდენტის კანდიდატობის პირველად არჩევნებში კენედის გამარჯვების შემდეგ რამდენიმე წუთში მოხდა. მკვლელის თქმით, დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინა, იმის გამო, რომ კენედი მხარს უჭერდა ისრელისთვის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას.

სირჰანს თავდაპირველად გაზის კამერაში სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა იმის გამო, რომ აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა ქვეყნის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, სირჰანს პატიმრობა შეეფარდა.

1975 წლიდან სირჰანმა არაერთგზის მიმართა ხელისუფლებას შუამდგომლობით ვადამდლი გათავისუფლების შესახებ, თუმცა ეს შუამდგომლობა არასდროს დაკმაყოფილებულა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე