აშშ-ის დიპლომატიური მისია ავღანეთში, 31 აგვისტოს შემდეგ მუშაობას წყვეტს

საქართველო, თბილისი - 09:21 | 28.08.2021
ნანახია: 374

შეერთებული შტატები 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთში დიპლომატიური წარმომადგენლობის დატოვებას არ აპირებს, დიპლომატიური მისია მუშაობას შეწყვეტს, თუმცა გააგრძელებს ქვეყნიდან ამერიკელების, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და რისკჯგუფებში შემავალი ადგილობრივების გაყვანას, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

 „ჩვენ არ ვაპირებთ ავღანეთში დიპლომატიური წარმომადგენლობის დატოვებას, საუბარია მხოლოდ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებაზე, რათა განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები იმ ადამიანების ევაკუაციისა, რომლებიც ჯრ კიდევ არ გამოსულან(ავღანეთიდან)“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

პსაკიმ აღნიშნა, რომ შემდგომი ევაკუაციის გასაგრძელებალდ საჭირო გახდება თალიბანის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის კონტინგენტი ავღანეთს სრულად 31 აგვისტომდე დატოვებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე