კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 22:04 | 27.08.2021
ნანახია: 548

ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიაღწია შეთანხმებას იტალიური "იუვენტუსის" თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე.

36 წლის რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003-2009 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც გადავიდა მადრიდის რეალში, ხოლო იქიდან 2018 წელს იუვენტუსში.

პორტუგალიელ ფეხბურთელს 30-ზე მეტი ძირითადი ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ოთხჯერ. გახდა საუკეთესო ბომბარდირი, იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი.

რონალდუ ხუთჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე