ქაბულში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 20:01 | 27.08.2021
ნანახია: 390

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. დაშავებულია 2 000-მდე ადამიანი. ინფორმაციას  CBS News-ი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულია 15 ამერიკელი, მათ შორის ათი საზღვაო ქვეითია. დაჭრილია კიდევ აშშ-ის 18 მოქალაქე.

დაუზუსტებელი მონაცემებით, დაღუპულთა შორის 32 კაცი, 3 ქალი და სამი ბავშვია. კიდევ 132 ადამიანის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

ორი აფეთქება მოხდა გუშინ ვღანეთის დედაქალაქში - ქაბულის აეროპორტთან და სასტუმრო Baron-თან , სადაც მედიის მონაცემებით, უცხოელები იმყოფებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.

პირველი აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოახდინა, მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები მკაცრად აზღვევინებს ყველას, ვინც დღევანდელი თავდასხმის უკან დგას.

"ვინც ეს თავდასხმა განახორციელა, ასევე მათ, ვისაც სურს ამერიკას ზიანი მიაყენოს, იციან, რომ ჩვენ არ გაპატიებთ, ჩვენ არ დავივიწყებთ, ჩვენ გიპოვით და გაზღვევინებთ", - თქვა ბაიდენმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე