დანია რეკორდულად მაღალი ვაქცინაციის გამო შეზღუდვებს აუქმებს

საქართველო, თბილისი - 16:45 | 27.08.2021
ნანახია: 639

დანიის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს, ვინაიდან მიიჩნევს რომ COVID-19 მოსახლეობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დანიაში კორონავირუსის პანდემია კონტროლს ექვემდებარება რეკორდულად მაღალი ვაქცინაციის გამო. ამასთან, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვები ისევ დაწესდება.

ქვეყანაში მანამდე დაწესებული ყველა შეზღუდვა 10 სექტმებრიდან გაუქმდება.

ამ დროისათვის დანიის სამეფოში სრულად ვაქცინირებულია მოსახელობის 80 პროცენტი. ვაქცინის პირველი დოზა კი მოქალაქეების 85 პროცენტზე მეტმა უკვე  მიიღო.

ქვეყანაში ვაქცინაციისათვის იყენებენ Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და Janssen - ის ვაქცინებს.

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 340 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 2 500-ზე მეტი ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე