ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 27.08.2021
ნანახია: 390

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1 338 ადამიანი. დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი სამხედროა. ასევე არიან ბავშვები და ქალები.

ორი აფეთქება მოხდა გუშინ ვღანეთის დედაქალაქში - ქაბულის აეროპორტთან და სასტუმრო Baron-თან , სადაც მედიის მონაცემებით, უცხოელები იმყოფებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.

პირველი აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოახდინა, მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები მკაცრად აზღვევინებს ყველას, ვინც დღევანდელი თავდასხმის უკან დგას.

"ვინც ეს თავდასხმა განახორციელა, ასევე მათ, ვისაც სურს ამერიკას ზიანი მიაყენოს, იციან, რომ ჩვენ არ გაპატიებთ, ჩვენ არ დავივიწყებთ, ჩვენ გიპოვით და გაზღვევინებთ", - თქვა ბაიდენმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე