„გადაშლილი ბიბლიით ხელში, მორალს მეძავები გიკითხავენ“ - ბლოგერი გურამ შეროზია მორალზე, გეების ქორწინებაზე და ოპერაზე

საქართველო, თბილისი - 14:08 | 04.02.2016
ნანახია: 4081

ბლოგერი გურამ შეროზია ბლოგ-პოსტს აქვეყნებს, რომელისაც უცვლელად გთავაზობთ.

„შევდივარ ფეისბუქზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ „სხვაგან მოვხვდი“. ქვეყანაც ორარათანაბარ ნაწილადარის გაყოფილისაქართველო და suckართველო. ნელ-ნელა სქროლავ პოსტებს და გეღიმება, მერე საკუთარი ღიმილიც გაშინებს… მერე, ხვდები, რომ რამდენიც არ უნდა იჭიკჭიკო, გაზაფხულს მაინც ვერ მოიყვან. ყეფა არც გამოსავალია, რადგან ქარავანს მაინც ვერ შეაჩერებ და არც პრესტიჟული, რაკი უკვე ძირითადად კატები ყეფენ… თუმცა მაინც არ ელოდები დროს, გზის დანახვას ურმის გადაბრუნებამდე ცდილობ, შვილებს დედ-მამის გამონახვამდე ატყობ კოჭებში, ვისი გორის არიან და რაც მთავარია ხვდები…

ხვდებირომ ეს ის საქართველოასადაც:

  1. სადაცმავანნი ოპერაში ცხოველის ქურქით შემოსილ ქალბატონებს განიხილავენ და გვერდითვე ტყავის საფულე, ჩანთა, ტყავისვე ფეხსაცმელი ულაგიათ, ცოტა ხნის წინ კბილებში ჩარჩენილი ხორციც ნეკა თითზე გაზრდილი ფრჩხილით გამოიჩიჩქნეს და მაინც: გმობენ ბეჭებზე შემოგდებულ „მკვდარ ცხოველებს“. ის, რომ ოპერა გაიხსნა, რა მოხდა, რა იყო და როგორ – ფეხებზე გვკიდია. აქვე შეგახსენებთ, ოპერა ბრაუზერიც არის, სადაც შეიძლება ხალათით და ფეხშიშველი შესვლაც, თუმცა მარტივად, დაგუგლეთ, როგორი ჩაცმულობით სტუმრობენ ოპერას სხვა ქვეყნებში, მგონი ორი “ოპერა” აგვერია ერთმანეთში.
  2. სადაცგადაშლილი ბიბლიით ხელშიმორალს მიმდინარე და ყოფილი მეძავები გიკითხავენ, ათი მცნებიდან პუნქტებსაც არგუმენტად იშველიებენ, იმ პუნქტებს, წინა საღამოს თავად რომ დაარღვიეს, ან ვერ დაარღვიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმაში აღარ არიან და პარტნიორიც ასე მარტივად აღარ იშოვება.
  3. სადაცერის მთავარ პრობლემას გეების ქორწინების დაკანონება წარმოადგენსსხვა არაფერი გვაწუხებსფეისბუქ ომისთვის ყველას გვცალია, ქუჩაში ლოზუნგებით დასადგომადაც მზად ვართ, ხელსაც დავარტყამთ თუ საჭიროა, უფრო სწორად ხელს არა, ბიბლიის ყდას ვურტყამთ თავში! იმ ბიბლიის, რომელიც ალბათ არასდროს გადაგვიშლია, ან უბრალოდ გადაგვიშლია…
  4. სადაცსასულიერო პირი რიგშიც პირველია, საცობშიც და მეტიც, გინებით ან სიგნალით აგიკლებს, თუ არ გაატარებ, ისინი ხომ განსაკუთრებული პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ, მათი კრიტიკაც – ბიზნეს კლასის ბილეთია, ჯოჯოხეთის რეისზე.
  5. სადაცქართველი ვარსკვლავი ბანკში იპოთეკის მოხსნას გთხოვს და საკრედიტო ექსპერტს (მო)სთხოვს, რომ მისი სახელი ჩაიდონ, ის ხომ თვით პირობითად: გურამ შეროზია! (ბანკში მუშაობის პერიოდის პირადი მოგონებებიდან). დავაკონკრეტებ: “ვარსკვლავი” ცნობილია – პოპულარული და გავლენიანი კაცების „საყვარლობით“
  6. სადაცმეძავი მამაკაცები მეძავი ქალებისკენ თითს იშვერენ, საჯაროდ და მათი ცხოვრების წესს გმობენ!
  7. სადაცლამაზი და ცნობადი გოგონები ქმრის მორჩილების, ცალმხრივი ღალატის პროპაგანდით სარფიანად გათხოვებას ცდილობენ, საქმროს კანდიდატურაზე კი – ვაკანსიას მათი მამები აცხადებენ.
  8. სადაცხალხი ხელმოწერებს აგროვებს პროფილის და ჯაჯანიძის „სხვა არა და იგივე რაკურსის“ დასახურად, როცა რეალურად მათ ყურებას არავინ აძალებთ, მეტიც, ხუთშაბათს მოუთმენლად ელიან, ნახვის შემდეგად აქტიურად განიხილავენ სტუმრებს და მადლობელიც კი არ არიან, აგრესიისგან დაცლის საშუალება რომ მისცეს. ნუ უყურებთ „ბრატცი“ და თავისით დაიხურებიან, მარტივი ამბავია.

მადლობაჩემს გარშემომყოფებსრომ მე სხვანათელ საქართველოში ვცხოვრობ და წარმოდგენა არ მაქვს სადმდებარეობს „suckართველო“, თუ ფეისბუქ აგრესიას არ ჩავთვლით…“ - წერს შეროზია საკუთარ ბლოგზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე