საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 19:35 | 25.08.2021
ნანახია: 699

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა, –  ინფორმაციას myrugby.ge საქართველოს რაგბის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაისაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ლევან მაისაშვილი კონტაქტურია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს დაგეგმილი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის 19-ის გავრცელების გამო გაუქმდა. ბორჯღალოსნების მწვრთნელი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე