ნინო თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 25.08.2021
ნანახია: 558

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე  საქართველოს ნაკრების  ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნინო თიბილაშვილს ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ცხრაგზის მედალისტი უკრაინელი ევგენია ბრიუსი დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენმა ძლიერი და გამოცდილი მეტოქე ანგარიშით – 15:12 დაამარცხა.

ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს, ბიან ცზინს, რიოს პარალიმპიადის ვერცხლის მედალოსანს შეხვდა.

ნინო თიბილაშვილმა ფინალი ანგარიშით 7:15 დათმო, თუმცა, საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე