ნინო თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ფინალში გავიდა, ირმა ხეცურიანი კი ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს

საქართველო, თბილისი - 11:45 | 25.08.2021
ნანახია: 702

ნინო თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ფინალში გავიდა, ირმა ხეცურიანი კი ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს.

ნინო თიბილაშვილს ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ცხრაგზის მედალისტი უკრაინელი ევგენია ბრიუსი დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენმა ძლიერი და გამოცდილი მეტოქე ანგარიშით – 15:12 დაამარცხა.

ფინალში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს ბიან ჟინგს თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება.

 ირმა ხეცურიანის მეტოქე ნახევარფინალში ძალიან გამოცდილი, ჩინელი შუმეი ტანი იყო, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. სამწუხაროდ, ხეცურიანი  ანგარიშით – 8:15 დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს.

ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალი სტარტს 13:30 საათიდან აიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე