სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 24.07.2021
ნანახია: 745

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა.

27 წლის ქართველმა სპორტსმენმა გადამწყვეტი შეხვედრა სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანთან წააგო - 11:15.

ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, უნგრელ არონ შილაგისთან, მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებების გამო დათმო - 13:15. მანამდე კი სანდრომ მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ოჰ სანგუკი დაამარცხა (15:13), სტარტზე კი ზედიზედ ორ ეგვიპტელ სპორტმენს აჯობა - მოჰაბ სამერსა (15:10) და ზიად ელ სისის (15:12).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე