Swatch-ს შემოსავალი შეუმცირდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 04.02.2016
ნანახია: 1338

 

საათების მწარმოებელ, შცეიცარიულ ჯგუფს Swatch Group AG-ს 2015 წელს, ბოლო 6 წლის განმავლობაში, შემოსავალი პირველად შეუმცირდა. კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელს Swatch-ის შემოსავალი 17%-ით1,45 მლრდ ფრანკამდეა ($1,4 მლრდ) შემცირებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Bloomberg-ის ანალიტიკოსები კომპანიის შემოსავლების შემცირებას 1,56 მლრდ ფრანამდე ელოდნენ.

საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა შემოსავალი 3 %-ით, 8,45 მლრდ ფრანკამდე შემცირდა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ Swatch-ი 2019 წლის ბოლომდე 1 მლრდ ფრანკის ღირებულების აქციების გამოსყიდვას გეგმავს.

Swatch-ის აქციები, რომელიც ასწევე ეკუთვნის ისეთ ბრენდებს როგორიცაა Breguet და Omega, Blancpain და Certina, Tissot და Longines, 3,8%-ით გაიაფდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე