კალაძისთვის ხმის მიცემა არის მორგოშიასთვის, ფალავანდიშვილისთვის, კობახიძისა და ღარიბაშვილისთვის ხმის მიცემა - ბოკერია
საქართველო, თბილისი - 14:00 | 21.07.2021 ნანახია: 489"ევროპული საქართველოს" თავჯდომარე, გიგა ბოკერია, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, ჟურნალისტების მხირდან ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით.
ბოკერიას თქმით, ყველა ვინც ძალადობას და მის პირდაპირ მოწოდებას აიგივებს მისი აზრით უსამართლო კრიტიკასთან, ერთი მხრივ, უპირისპირდება სიტყვის თავისუფლებას და ირიბად მოძალადეებს უჭერს მხარს.
"ყველა, ვინც ფიზიკურ ძალადობას ან ძალადობისაკენ პირდაპირ მოწოდებას და დაორგანიზებას სიძულვილის, რომელსაც მოყვება ძალადობა, აიგივებს თუნდაც მისი აზრით უსამართლო კრიტიკასთან, ამით, ერთიმხრივ, უპირისპირდება სიტყვის თავისუფლებას, მეორემხრივ კი ირიბად მოძალადეებს მხარს უჭერს, რაც გააკეთა კალაძემ", - განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის იმ განცხადებას, სადაც ის 5 ივლისის მოვლენებსა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე საუბრობდა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ კალაძე გმობდა ჟურნალისტებზე თავდასხმას და ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებდა მაშინ, როდესაც გვერდზე ღარიბაშვილი და კობახიძე ედგა, სწორედ ის პირები, ვინც დააორგანიზა ეს ძალადობა.
"ბატონმა კალაძემ ბრძანა, რომ დასასჯელი და სამარცხვინოა ყველა, ვინც იმ დღეს ჟურნალისტებს არბევდა, ვინც სიძულვილს და ძალადობას თესავს, ოღონდ ამას რომ ამბობდა, გვერდში ეგდა ღარიბაშვილი და კობახიძე და არის იმ გუნდის წევრი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა წლები და ვინც დააორგანიზა ეს ძალადობა.
ამიტომ, არავინ არ უნდა მოტყუვდეს, კალაძისთვის და ოცნებისთვის ხმის მიცემა არის მორგოშიასთვის, ფალავანდიშვილისთვის, კობახიძისთვის და ღარიბაშვილისთვის ხმის მიცემა, არავინ არ უნდა მოტყუვდეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა