არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა, რასაც ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან - კალაძე

საქართველო, თბილისი - 20:58 | 20.07.2021
ნანახია: 988

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა, რასაც   წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა, ტელევიზიიდან, ტელეეთერებიდან, ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, - განაცხადა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისი წარდგენისას მედიის წარმომადგენლების მისამართით.

"რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს, ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლიგიური ძალადობა, რასაც სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ვისმენთ სხვადასხვა, ტელევიზიიდან, ტელეეთერებიდან, ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდდამხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო, ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა", - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე