"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა

საქართველო, თბილისი - 20:27 | 20.07.2021
ნანახია: 419

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე, მერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

კახა კალაძემ თბილისის მერის თანამდებობა 2017 წლის ნოემბერში დაიკავა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე