ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:55 | 20.07.2021 ნანახია: 420შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, 2 კვირის წინ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა, “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანა დაწყებულია, ყოველ შაბათ-კვირას შემოდის ქვეყანაში, ასევე დაგეგმილია აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრის გადმოცემა რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება და გუშინ წინ დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, “სინოვაკი” შემოვიდა- ანუ ვაქცინის მილიონნახევარი დოზა ადგილზეა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია.
“თითქმის ყველაფერი გაიხსნა ქვეყანაში და წარმატებით მუშაობს. ეკონომიკამ ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა, გამოცოცხლება და გაჯანსაღება. ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, გუშინ მაგალითად ბათუმში როდესაც ვიყავით, თითქმის სავსე იყო ყველა ადგილი, ყველა რესტორანი, კაფე-ბარი. არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით იყო დატვირთული, არამედ ტურისტებით. სავსეა ტურისტებით ბათუმი და ჩვენი ტურისტული ადგილები. აქედან გამომდინარე, მე მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით: ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ მოგვიწია ხელახლა შეზღუდვების შემოტანა. მე არც მინდა სიტყვა გავიმეორო “დაკეტვა” და აშ.. ყველაფერი მოვხსენით, მოვხსენით ქუჩაში ნიღბის ტარების ვალდებულებაც იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო სიცხეში ნიღბის ტარება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუ ადამიანს სურს, მას შეუძლი ატაროს ნიღაბი ქუჩაშიც, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დახურულ სივრცეებში, გაჩერებებზე, ტრანსპორტში სავალდებულოა ნიღბის ტარება. მეორე საკითხი, ე.წ კომენდანტი- გადაადგილებაზე შეზღუდვა მოვხსენით და ღამის საათებში ასევე თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენი მოქალაქეები. ვაქცინები იყო პრობლემა და შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო და შეგახსენებთ, რომ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა 2 კვირის წინ, “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანა უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვდის. ასევე დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობისგან, რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება. გუშინ წინ შემოვიდა დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, “სინოვაკი”, ანუ, მილიონნახევარი დოზა გვაქვს ადგილზე. რაც ყველაზე მთავარი არგუმენტია ჩვენი მოქალქეებისთვის- აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. ანუ, აცრილი ადამიანის სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ოჯახის წევრების, შვილების ერთადერთი პრაქტიკული დაცვა. ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. გუშინ ჩვენ 11000 აცრა ჩავატარეთ, რაც საკმარისი არ არის. ჩვენ თუ არ ავედით დღეში 20 000 -30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება პროცესის მართვა, მეგობრებო. დღეს მაგალითად ჩვენ გვქონდა 2600 შემთხვევა. ეს ძალიან საგანგაშოა, მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა. ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთის მხრივ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, გვინდა, რომ ყველა გახარებული და ბედნიერი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს მთავრობას- გთხოვთ აიცერით. მე მგონი ძალიან მარტივია ამის გაკეთება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა