გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:41 | 20.07.2021
ნანახია: 415

ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს - განაცხადა პრეიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. მინდა ეს პრევენციული განცხადებები გავაკეთო. ამას რა თქმა უნდა დაემატება ის, რომ ქვეყანას დასჭირდება დამატებით ვალის აღება და დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, ამიტომ მინდა მოვუწოდო, გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ და 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა, ესაა ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, თუ ქვეყანამ კოვიდვითარების შესაბამისი მართვა ვერ შეძლო, პროგრესი, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა წყალში ჩაიყრება.

"ჩვენ რამდენიმე თვის წინ როდესაც გადავწყვიტეთ შეზღუდვების მოხსნა, მაშინ ვიხელმძღვანელეთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, და ახლაც ვიხელმძღვანელებთ ხალხის ინტერესებიდან,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და  ამის მაგალითად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, გახსნილი ეკონომიკა და ტურიზმი მოიყვანა.

"მინდა ჩვენ ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია ხელახლა შეზღუდვების შემოტანა.  მოვხსენით ნიღბის ტარება ქუჩაში, იმიტომ რომ გაუსაძლისი იყო სიცხეში. ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუ სურს ადამიანს შეიძლება ატაროს ქუჩაშიც. დახურულ სივრცეებში ეს არის სავალდებულო," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე