ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა

საქართველო, თბილისი - 21:02 | 19.07.2021
ნანახია: 383

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში  სალომე ზურაბიშვილის, მაია სანდუსა და შარლ მიშელის ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალსა და მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს.
 დაბადების დღე მიულოცა.

„არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი, ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შეუსრულდა. ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა. ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს და სიცოცხლის მოყვარულია", - თქვა ზელენსკიმ.

ბათუმში, დღეს,  19 ივლისს მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე