გპირდებით, რომ ევროკავშირი თქვენთვის ძლიერ და სანდო პარტნიორად დარჩება - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 17:53 | 19.07.2021
ნანახია: 397

დეკემბერში ჩვენ შემდეგი სამიტი გვექნება ბრიუსელში და ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ, სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებით მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებენ.

"2009 წელს პრაღის სამიტზე გადავწყვიტეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა და დღეს, 12 წლის თავზე ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უკვე რეალობად იქცა და სარგებელს აძლევს ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, ჩვენი საერთო მისწრაფებები და დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი აღმოსავლეთი პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველა გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდრო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ.

ევროკავშირი თქვენთანაა, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, საერთო მისწრაფებები, საჭიროებები. დეკემბერში კი ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გვექნება და თქვენ ყველას ერთად გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად", - განაცხადა შარლ მიშელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე