მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულად აღმოსავლეთ პარტნიორობაში, თუმცა მალევე ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა - მაია სანდუ

საქართველო, თბილისი - 17:03 | 19.07.2021
ნანახია: 377

მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა რომ ქვეყანა განვითარდებოდა, ჩამოყალიბდებოდა დემოკრატიული სისტემები, თუმცა მალევე ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, იმიტომ რომ რეფორმები მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა, დისკუსია დემოკრატიის შესახებ და ანტიკორუფციული რეფორმები მხოლოდ ანგარიშებში იყო. იმიტომ რომ მოლდოვას აკლდა ფუნდამენტი რომელზეც ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა აშენებულიყო, მოლდოვამ დაკარგა მთავარი შესაძლებლობები, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა წლების მანძილზე გვთავაზობდა. სულ რამდენიმე წელიწადში, კორუფციული სქემები სანქციების და ყველანაირი დასჯის გარეშე აყვავდა, მოლდოვამ დაკარგა სანდრო პარტნიორის რეპუტაცია." – თქვა მაია სანდუმ.

მაია სანდუს თქმით, გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების და წლევანდელი ვადამდელი არჩევნების შემდეგ მოლდოვა ევროპულ კურსს უბრუნდება და ევროკავშირის ძლიერი დახამრებით ახალი ადმინისტრაცია ვალდებულია, დადებული პირობები შეასრულოს, ებრძოლოს რეფორმები და მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

"ჩვენი პრიორიტეტია აღვადგინოთ სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ მოქალაქეების ნდობა, ჩვენ გვინდა ხალხი კვლავ უნდა დავარწმუნოთ, რომ სახელმწიფო სახელმწიფო აქ არის და მათთვის მუშაობს," – განაცხადა სანდუმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე