უკრაინაში ყოველთვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 16:57 | 19.07.2021
ნანახია: 434

ჩემი ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები. უკრაინაში ყოველთვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის, ოკუპაცია, ანექსირება და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში. ჩემი ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები. უკრაინაში ყოველთვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც და ასეთ შემთხვევებში, ჩვენ კარგად გვესმის, ძალიან ღრმად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი, ჩვენ ვართ დღეს გაერთიანებული, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს, რაც მდგრადია.

„ასოცირების ტრიო“ არის ახალი რეგიონალური განზომილება და ჩვენ, ყველანი გაერთიანებული ვართ მასში, ევროპის დიზაინი შექმნილია. მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ „ასოცირების ტრიო“ მნიშვნელოვანია, ეს არის აშკარა გზავნილი, რომ ხვალვე რომ შევუერთდეთ ევროკავშირს, უკრაინა აცნობიერებს და კარგად ესმის, რა ამოცანებია შესასრულებელი. ჩვენ არ გვაშინებს ეს ამოცანები, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით კანონი მივიღეთ, სასამართლო სისტემის რეფორმა განვახორციელეთ და მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის ის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ. გაციფროვნება, დეცენტრალიზაცია, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა, ამ საკითხებზე ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ და ანტიკორუფციული მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არის პირობა, რომელიც დავდეთ. ეს კიდევ მეტ ამოცანას გულისხმობს, ვიდრე წარსულში მიგვიღწევია.

ჩვენ უფრო ახლოს გვინდა, დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არსებობს, ასოცირების შეათანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან", - განაცხადა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე