მოვუწოდებ მათ, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე, მოაწეროს - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 13:57 | 19.07.2021
ნანახია: 335

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება კეთილსინდისიერად, საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად.

„მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რათა განგვეხილა საქართველოში ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის ის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს მათ, ვისაც ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

„მოხარული ვიყავი, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერი რჩება ვალდებული შეთანხმების სრულად შესრულებისადმი და ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის უფრო მეტად ინკლუზიური, ერთიანი გზის განვითარებისადმი. მოვუწოდებ მათ, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, გააკეთოს ეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე