ვოლოდიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 19.07.2021
ნანახია: 658

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი,  ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა. ის საქართველოში დახლოებით ერთი საათის წინ ჩამოვიდა და მაშინვე საოკუპაციო ხაზისკენ გაემგზავრა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს მოინახულებდა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაავრცელა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე