ვისაც არ ეზარება ყველა 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს - ალექსანდრე ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:54 | 19.07.2021
ნანახია: 352

„არ ვიცი, შარლ მიშელი რამდენად მწვავე საყვედურს ეტყვის ყველას, რადგან ვისაც არ ეზარება ყველა 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს", აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მისი განმარტებით,  მაგალითად, „ქართული ოცნება“ მეორედ არღვევს სასამართლოს ნაწილში, რადგან გუშინ მეორე შემთხვევა იყო, როცა შევთანხმდით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა ყოფილიყვნენ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციის მქონე ადამიანები.

"შეიძლება, წარმოდგენილი ხალხი თავის სფეროში არიან რეპუტაციის, მაგრამ მათ არავინ ვიცნობთ და ეს ხომ უკვე დარღვევაა? ალბათ, ცესკო-ს თავმჯდომარე ექვსი თვის ვადით გვეყოლება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტის გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები კენჭისყრაზე ჩავარდნენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე