სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა - მთავრობის პრესსამსახური

საქართველო, თბილისი - 11:37 | 19.07.2021
ნანახია: 383

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩაიშალა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.

"გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი, მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა", – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე