ზელენსკის ჩამოსვლის ამბავი ეჭვის ქვეშ რომ დადგა, ორ უკრაინელ მეზღვაურს შეწყალება შესთავაზეს - დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 10:33 | 19.07.2021
ნანახია: 585

უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ ბატურინი თავისუფლებაზე არიან, წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, რომელიც ამბობს, რომ მათ გაუტეხლობის და პრონციპულობის საოცარი ისტორია აჩვენეს.

"დილიდან კარგი ამბავი

უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ ბატურინი თავისუფლებაზე არიან!

საოცარი ისტორიაა გაუტეხლობის და პრონციპულობის.

პრეზდენტ ზელენსკის ჩამოსვლის ამბავი ეჭვის ქვეშ რომ დადგა, ორ უკრაინელ მეზღვაურს შეწყალება შესთავაზეს. საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო დაცვის და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს ციხეში ტოვებდნენ. სააკაშვილის დევნის გამო. პოლიტიკური მართმსაჯულების გამო.

უკრაინელმა მეზღვაურებმა და ბატურინმა უარი თქვეს შეწყალების დაწერაზე.

ხისტი და პრინციპული პოზიცია ჰქონდა ზელენსკის ადმინისტრაციას.

მადლობა ყველას, ვინც ამ უდანაშაულო ხალხზე ზრუნავდა. მადლობა უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის ასეთი პრინციპულობისთვის.. უკრაინელებმა ჩვენი მოქალაქე იხსნეს", აცხადებს დეკანოიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე