სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 09:45 | 19.07.2021
ნანახია: 401

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილი მიწვევით გუშინ ეწვია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც დღეს გაიხსნა.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.

კონფერენციის ფარგლებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, სადაც სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას.
 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე