დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 21:06 | 18.07.2021
ნანახია: 593

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან გაიყვანა, ფეისბუკზე წერს, რომ  თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია.

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.

ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე და პარლამენტზე. ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ", - წერს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, გადაიდო.

პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა. სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე