შარლ მიშელი საქართველოშია

საქართველო, თბილისი - 19:19 | 18.07.2021
ნანახია: 457

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია.  

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით, საქართველომდე  სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხვალ ბათუმში ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პირველ პირებთან. ხვალვე გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია"






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე