სამხრეთ კორეის ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმს იღებს

საქართველო, თბილისი - 18:06 | 03.02.2016
ნანახია: 1417

სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმსიღებს. Korean Broadcasting System-ის ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.

დოკუმენტური ფილმების რედაქცია  Food Odyssey-ის  8 კაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა თბილისის ისტორიული უბნები,სიღნაღი, ალავერდი, თელავი, ალვანი, მესტია და უშგული გადაიღეს. ფილმში ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოსა დაღვინოზე გაკეთდება.

1 საათიანი ფილმი Korean Broadcasting System-ის  ეთერით აპრილში გადაიცემა. ტელეკომპანიის ვებგვერდზე კი საქართველოსშესახებ 15 მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი იტრიალებს.

„საქართველო იდუმალ საგანძურს ჰგავს, თქვენი ქვეყანა უძველესი კულტურით გამოირჩევა. ჩვენ    მსოფლიოს 6 ქალაქის: ნიუ-იორკის, პეკინის, ჰონგკონგის,   ტოკიოს, ბეირუთისა და  თბილისის შესახებ ფილმებს ვამზადებთ.  ყოველი ეპიზოდი ხალხს,კულტურასა და   კულინარიას ეხება.  საქართველოს შესახებ ფილმს კორეაში მილიონობით მაყურებელი იხილავს."- აცხადებსKorean Broadcasting System-ის  პროდიუსერი უკ-ჯონგ ლი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,  გიორგი ჩოგოვაძის  განცხადებით მსგავსი ტიპის გადაცემები, რომელსაცმილიონობით სამხრეთ კორეელი და ინტერნეტ მომხმარებელი იხილავს, ხელს შეუწყობს საქათველოს ცნობადობის გაზრდას და ასევედამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას საქართველოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე