პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა გადაიდო

საქართველო, თბილისი - 15:32 | 18.07.2021
ნანახია: 443

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, გადაიდო.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დახურვის გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიიღო.

"მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლებაც ჰქონდათ. თუმცა, სამწუხაროა, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. დაყენებული იქნა საკითხი უმრავლესობის მხრიდან, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად და საკითხზე ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა. სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე